Monday, May 30, 2016

პ რ ო ე ქ ტ ი : "ჩემი საყვარელი პერსონაჟი"

  1. პროექტის  სახელწოდება:   "ჩემი საყვარელი პერსონაჟი"
  2. პროექტის   მთავარი  იდეა:  მოსწავლეები შექმნიან მათი საყვარელი პერსონჟების შესახებ  Slide Show-ებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
  3. პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან  და გაანალიზებენ მათ საყვარელ პერსონაჟებს.
  4. პროექტის მიზნები:  მოსწალეები განივითარებენ კვლევა-ძიების,  ინფორმაციის დამუშავების,  საოფისე პროგრამებში მუშაობის და პრეზენტაციის უნარებს.      უკეთ გაიცნობენ პერსონაჟებს.
  5. მონაწილეთა ასაკი:        11-12 წელი.
  6. ვადები/ ხანგძლივობა:    ორი თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:                            Slide Show-ების შექმნა;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:                                              კომპიუტერი,   ინტერნეტი,   პროექტორი;
  9. პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეთა ჯგუფები  აირჩევენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟებს,  მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ  და  გააკეთებენ  Slide Show-ებს.  სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ  მოსწავლეთა ჯგუფები  თავიანთ  საყვარელ პერსონაჟს წარმოადგენენ,  გაიმართება დისკუსია  პერსონაჟთა დადებითი  თვისებების  და მათი ლიდერობის შესახებ.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   
    ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
    • აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: იყენებს ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);
    • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
    • აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
    • გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
    • ახდენს ტექსტური და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
    • საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.
    • ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
      • ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
  11. პროექტის ხელძღვანელი(მასწავლებელი):    თამარ ტაბლიაშვილი.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:     ttabliashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვრდი/ბლოგი:http://ttabliashvili.blogspot.com/